ნეპალში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ევერესტის სიმაღლე შეამცირა. ამის შესახებ გამოცემა The Huffington იტყობინება. კვლევა ჯომოლუნგმაზე თანამგზავრ "სტრაჟ 1"-ის მეშვეობით 29 აპრილს ჩატარდა. მეცნიერთა დასკვნით, მიწისძვრამ ჰიმალაის მთების რელიეფი მნიშვნელოვნად შეცვალა, ევერესტის მწვერვალის სიმაღლემ კი 2,54 სანტიმეტრით დაიკლო. ძლიერი მიწისძვრა ნეპალში ერთი კვირის წინ მოხდა, რამაც 6 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.