მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის ცენტრალური რაიონი გახდა. კარადის დასახლებაში ტესტორანთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.