კიევის მილიციამ საპირველმაისო აქციის მონაწილეები დააკავა. კომუნისტური პარტიის 15 აქტივისტი სამართალდამცავებმა დიდი სამამულო ომის მუზეუმთან დააპატიმრეს. მიტინგში მონაწილეობას ათასამდე ადამიანი იღებდა. მშრომელთა საერთაშორისო დღეს უკრაინის დედაქალაქის უსაფრთხოებას 6,5 ათასი მილიციელი უზრუნველყოფს.