,,თავისუფალი დემოკრატების”' წევრი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებს და აცხადებს, რომ არ შეიძლება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდეს.
დეპუტატი ,,ჯი-ეჩ-ენთან” საუბარში, საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ უნდა შევეჩვიოთ და დავემორჩილოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
,,პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელის საჭიროდ ჩათვალა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას და უნდა დავემორჩილოთ”, -განაცხადა აბშიძემ.
კითხვაზე - პრეზიდენტმა მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილება, დეპუტატი აცხადებს:
,,რა თქმა უნდა, რას ნიშნავს მსგავსი ტიპის საკითხების გადაწყვეტა ფორსირებულ რეჟიმში, ჯობია ვიმსჯელოთ. მე მაინტერესებს, თავდაცვის მინისტრი რატომ შეიცვალა. Pპრეზიდენტი ქვეყნის მთავარსარდალია და ბუნებრივია მასაც აქვს შეკითხვები, როგორც ჩანს, Aარც მასთან არ გამართულა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები. Bბუნებრივია პრეზიდენტს აქვს თავისი მოსაზრებები, შედგება კონსულტაციები მასთან, ალბათ სხვებთანაც და გამოჩნდება მომავალში რა როგორ იქნება', --განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდეტმა არ დაკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის თხოვნა - დღესვე წარედგინა პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობა. პრეზიდენტმა პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებზე მშვიდად შეჯერდნენ.