,,ნაცმოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა რეალურად ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა და არა მოქმედმა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა. Aამის შესახებ, წიკლაურმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ოლიგარქი ივანიშვილი მართვას.
,,რეალურად ეს არ არის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის. ფაქტი, რომ პრემიერმა გუშინწინ თქვა, რომ შეიცვლებოდა მხოლო ორი მინისტრი და რეალურად შეცვალა უფრო მეტი, ეს შემხვევა თვალსაჩინო დადასტურებაა არაფორმალური მმართველობის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ”, _განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაური მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე
თინა ხიდაშელის წარდგენას, უარყოფითად აფასებს და ,,რესპუბლიკელების” მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.
,,განსაკუთრებით ოდიოზური მგონია ქალბატონი თინა ხიდაშელის დანიშვნა თავადაცვის მინისტრად, მაგრამ ყველაზე მთავარი განცა რაც მაქვს არის, ის რომ საქართველოში ხორციელდება ოლიგარქიული მმართველობა. ქვეყნებში როცა ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, იქ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ მინისტრის პიროვნულ ღირსებას, ან ნაკლს”, _განაცხადა წიკლაურმა.
კითხვაზე რატომ მიიჩნევს, თინა ხიდაშელის კანდიდატურას თავდაცვის მინისტრიეს პოსტზე ყევლაზე მეტად ოდიოზურად, წიკლაური აცახდებს:
,,კარგად მახსოვს თინა ხიდაშელისა და ,,რესპუბლიკელების” განცხადებები აფხაზეთთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩემთვის ზაქარეიშვილ-ხიდაშელის ტანდები მიუღებლია”, -განაცხადა წიკლაურმა.