მედვედევი კიევის საპროტესტო ნოტას ირონიით პასუხობს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. "ვაფასებ იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩემს გადაადგილებას თვალს ასე აქტიურად ადევნებს და ინტერესით აკვირდება რუსული ყირიმის განვითარებას,"-წერს მედვედევი. კიევმა საპროტესტო ნოტა მოსკოვს რუსეთის პრემიერის ვიზიტის გამო გაუგზავნა. მედვედევი ანექსირებულ ყირიმს 27 აპრილს სტუმრობდა.