საგარეო ვალის გასტუმრების თვალსაზრისით ყველაზე მძიმე წელი საქართველოსთვის 2013 იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტმა შოთა მურღულიამ განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ 2013 წელს უწევს საქართველოს 2008 წელს, 5 წლის ვადით გამოშვებული ევრობონდებით აღებული ვალდებულების დაფარვა, შედეგად 2013 წელს საკმაოდ დიდი თანხის გასტუმრება იქნება გახდება საჭირო.
~ალბათ, ამისთვის საქართველო სხვა ფასიან ქაღადლდებს გამოუშვებს, ახალ ვალდებულებას აიღებს და ძველს დაფარავს~, - განაცხადა მურღულიამ.
ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ 2009 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, საქართველოს საგარეო ვალის დასაფარად 2010 წელს საჭირო 95 მლნ აშშ დოლარი იქნება საჭირო, 2011 წელს 121 მლნ აშშ დოლარი, 2012 წელს 257 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2013 წელს 771 მლნ აშშ დოლარი, ეს რაც შეეხება ძირ თანხას, რომელსაც საგარეო ვალის მომსახურებისთვის გადასახდელი ყოველწლიური პროცენტებიც ემატება. 2010 წელს აღნიშნული პროცენტის მოცულობა 71,34 მლნ აშშ დოლარი იქნება, 2011 წელს 70.06 მლნ აშშ დოლარი, 2012 წელს 68,16 მლნ აშშ დოლარი, 2013 წელს კი - 45,72 მლნ აშშ დოლარი. (თუმცა ახალი კრედიტების აღებისა და კურსის ცვალებადობასთან ერთად, აღნიშნული მაჩვენებლი მცირედით იცვლება).
საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 31 მარტის მონაცემებით, 6 160 993 000 ლარს შეადგენს. ყველაზე მეტი ვალი ქვეყანას მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ აქვს, რომელთა შემდეგ ევრობონდობენის ვალია 874 700 000 ლარის ოდენობით.