ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატები საავადმყოფოდან საგამოძიებო იზოლატორში მის გადაყვანას მოითხოვენ. დაცვის მხარის მტკიცებით, მოსკოვის 20-ე საავადმყოფოში სავჩენკოს აუტანელპირობებში უწევს ყოფნა. პალატაში საშინელი სიბინძურე, უჰაერობა და უსინათლობაა. სავჩენკოს არც შხაპის მიღების საშუალება აქვს და საპირფარეშოშიც კი ხელბორკილებით გაყავთ. რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა შიმშილობა განაახლა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა გაუარესდა. ამის გამო ის საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.