რუსეთი უკრაინასთან ომს არ აპირებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირება პრაქტიკულად გამორიცხულია. „უკრაინა ჩვენი მტერი არ არის. ასეთ რამეს თეორიულადაც კი ვერ დავუშვებ. ვიმედოვნებ, უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა იმისათვის, რომ რუსეთის პროვოცირებას თავი დაანებოს,“-აღნიშნა ანტონოვმა.