საქართველო, რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების პრაქტიკულ დანერგვას დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დღეს საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას ხელს მოაწერს. გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ინიციატივა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან"თანამშრომლობით ხორციელდება.