ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 30 აპრილის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3093 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5407 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0168 პუნქტით გაუფასურდა.
29 აპრილის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3087 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.5239 ლარი ღირდა.