რამზან კადიროვმა დონბასიდან ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფებები თვითნებურად გაიყვანა. ამის შესახებ ემიგრაციაში მყოფმა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარემ ახმად ზაკაევმა განაცხადა. მისი მტკიცებით, დონბასიდან ჩეჩენი მებრძოლების გაყვანა მათსა და ადგილობრი სეპარატისტებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. ზაკაევის მტკიცებით, უკრაინის სახელისუფლო ძალებმა 40-ზე მეტი ჩეჩენი დონბასში ალყაში მოიქციეს და მათ გაცვლას უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე ითხოვდნენ, რაზეც სეპარატისტთა ლიდერი ზახარჩენკო არ დათანხმდა. ამის გამო ჩეჩნები დაიღუპნენ. ინციდენტის შემდეგ ურთიერთობა დონბასის ლიდერებსა და ჩეჩნებს შორის საგრძნობლად გამწვავდა, რასაც კიდევ ერთი ინციდენტი მოჰყვა. ზაკაევის თქმით, ერთ-ერთ კლუბში სეპარატისტებმა ჩეჩენი მებრძოლი მოკლეს, რის გამოც ჩეჩნებმა დონბასი დატოვეს.