უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ამერიკელებიც უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა. "ჩაერთვებიან ამერიკელები?-დონბასში მშვიდობა იქნება. ამ კრიზისში შეერთებული შტატების მიზნები ჩემთვის უცნობია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კონფლიქტი მათთვის შესაძლოა მომგებიანი იყოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ იქ მშვიდობა დამყარდეს,"-აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.