,,სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი”, _განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას.
მისივე განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები, ბუნებრივია.
,,ცვლილებები, რა თქმა უნდა, მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან ასეთ დინამიურ პროცესში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა, ყველა დაგარმწუნოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი, ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ყველას ერთად”, _განაცახდა ღარიბაშვილმა.