მემარჯვენე სექტორის აქტივისტებმა კიევში პიკეტი მოაწყვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორგანიზაციის 100-მდე მებრძოლია შეკრებილი. ისინი დნეპროპეტროვსკის ოლქში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ. მემარჯვენე სექტორის ბატალიონი გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმმა ალყაში მოიქცია და ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბლოკ-საგუშაგო ჩადგა. მემარჯვენე სექტორის განცხადებით, ხელისუფლება ორგანიზაციის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს.