საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში 3,8 მილიარდი ევროთი გაიზრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის გაზრდა ტერორიზმის საფრთხის მატებას უკავშირდება. ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობოექტებს 7 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაიცავს.