ბელარუსი მსოფლიოში სიმშვიდისა და წესრიგის პატარა კუნძულად რჩება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა. "ვითარება მსოფლიოში დღითიდღე უარესდება. ვინ წარმოიდგენდა, რომ მეზობელ უკრაინაში ბომბებისა და ჭურვების აფეთქების ხმას გავიგებდით? ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ევროპაში დიდი ომის სუნი დატრიალდებოდა და დიად სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცივი ომის გრადუსამდე აიწევდა. ამას უკვე არც დიად სახელმწიფოებში მალავენ,"-აღნიშნა ლუკაშენკომ.