სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ, უკვე ყოფილმა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ყიფიანმა მისი მინისტრობის პერიოდში სამინიტროში განხორციელებულ პროექტებსა და ქართველი სპორტსმენების წარამეტებაზეც ისაუბრა.
,,ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებთ, არ მინდა შევიდე დაპირისპრებაში ჩემი გუნდის წვრებთან, კერძოდ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა კომიტეტეის წევრებთან და მინდა მივმართო პრემიერ-მინიტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით და წერილს კანცელარიაში ჩავაბარებ’, _განაცახდა ყიფინმა.
ლევან ყიფიანი 1988-1993 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; სპეციალობა - იურისტი
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
სამუშაო გამოცდილება:
2012 - საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნების» სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი;2010 - საქართველოს სპორტული არბიტრაჟი; დამფუძნებელი 2008 - კავშირი «ჩვენი ფეხბურთი», დამფუძნებელი;2002-2005 - საფეხბურთო კლუბი «ლოკომოტივი» თბილისი; გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. დ. ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი (2005);2005 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გამგეობის წევრი 2005 - საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგა, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2001 - დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი - პრეზიდენტი;1999 - 2000 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები - მწვრთნელი;
1999 - ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო ლიგა; პროექტის ავტორი; 1998 - საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტსალის) ასოციაცია; დაფუძნებელი; 1997 - 2001 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე; 1997 - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი «ფეხბურთი ბავშვებს», ვიცე-პრეზიდენტი;1997 - საფეხბურთო სკოლა «ირაო», დამფუძნებელი;1996 - 1997 №35 საფეხბურთო სკოლა, თბილისი - მწვრთნელი;1996 - 1997 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, UEFA-ს B კატეგორიის მწვრთნელი.