ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში".
მისი თქმით, მთავრობამ საკუთარი რესურსი მთლიანად ამოწურა, ხოლო მოსახლეობა ვერ ხედავს გუნდს ხელისუფლებაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია. ალასანია იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა უცხოელმა ინვესტორებმაც დაკარგეს.
"რაც უფრო გაიჭიმება ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც საკუთარი ბიუროკრატიაც კი აღარ სცემს პატივს, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას შეუწყობს ხელს. მთავრობას არა აქვს განცდა იმისა, რომ შექმნილი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა იმოქმედონ. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება", - აცხადებს ირაკლი ალასანია.