სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორისაა კანონპროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელსაც დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონმდებლები საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებზეც იმსჯელებენ. დღის წესრიგშია განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც. დღესვე განიხილავენ ""ზოგადი განათლების შესახებ"" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.