სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დღეს სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს. ამ ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახურში ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ყიფიანი საგანგებო განცხადებას დღეს 12.00 საათზე გააკეთებს. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, ლევან ყიფიანის საკითხთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდში კონსულტაციები გვიან ღამით გაიმართა და მინისტრის გადაყენების საკითხი გადაწყდა.