თბილისში მცხეთის ქუჩაზე დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილი დაჭრეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით შვიდი გასროლა ავტომობილის მიმართულებით განხორციელდა.
მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.