საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით, კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
,,არც ერთი კითხვა კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი არ დარჩება, -ამის შესახებ, მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამოძიებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ კიწმარიშვილის ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.
კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებისგან განსხვავებული ვერსია აქვს კიწმარიშვილის ოჯახს.