გასული წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საკრებულოს დეპუტატები დღვანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. საკრებულოს წევრები ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხის საკითხსაც განიხილავენ. დედაქალაქის საკრებულოს სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება.