7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს მიხეილ საკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საერთო სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პროცესის ფარგლებში გიგი უგულავას უკანონო პატიმრობის შუამდგომლობის განხილვაც მოხდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული.