პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. აღნიშნული საკითხი დღეს პარალმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაისვა, სადაც სახალხო დამცველს 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს განიხილავენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა განაცხადა, აუცილებელია აღნიშნული ფორმატი გადაიხედოს და სახალხო დამცველს მიეცეს შესაძლებლობა რომ ანგარიშები წარმოადგინოს თემატურად.
კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ალპეს" ხელმძღვანელმა თემურ ბასილიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ მოხსენების წელიწადში ორჯერ წარდგენა ანგარიშს ხარისხს უკარგავს და რაც მთავარია, საზოგადოებაში ჩნდება გაურკვევლობის განცდა.
შესაბამისად ბასილია პარლამენტს სთავაზობს რეკომენდაციას რომ სახალხო დამცველმა პარალმენტში ანგარიში წარმოადგინოს ერთხელ და ამასთან საშუალება მიეცეს წლის განმავლობაში ანგარიში სხვადასცა საკითხთან დაკავშირებით თემატურადაც წარმოადგინოს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა აღნშნა, ადამიანის უფლრბათა დაცვის კომიტეტში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობელმა გადაწყდება საკანონმდებლო დონეზე და ამ პროცესში არსამათავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად ჩაერთვებინ.