უკრაინული მედიის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კოალიცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატი თინა ხიდაშელი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრას იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, რომლის ორგანიზებაში სააკაშვილი, უსუფაშვილი და ხიდაშელი ითანამშრომლებენ.
,,მოკლედ, ჩვენ მალე გადავწყვეტთ, აქცია 26 მაისს გაიმართება თუ მოგვიანებით. 26-ში ბურჯანაძე და სხვები დაიწყებენ ლაყბობას და შეიძლება ხელი შეგვიშალონ. ჩვენ გამოვითვლით და შეგატყობინებთ. მთავარია ყველაფერის ისე გავაკეთოთ, როგორც მოვილაპარაკეთ. თქვენ უნდა იყოთ ხალხთან და ხალხს ჩვენ წარვმართავთ იქ სადაც საჭიროა. ამ გაუნათლებელ დებილებს ცოტა დარჩათ. ყველა ვირთხებივით გაიქცევა და ეს პინგვინი ვერ გაფრინდება!”_აცხადებს სააკაშვილი ხიდაშელ-უსუფაშვილთან საუბარში.
ჩანაწერს უკრაინული გამოცემა ,,lovo.net.ua” აქვეყნებს.