პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გურჯაანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაკავშირებული საკითხის "საფუძვლიან შესწავლას" აპირებს.
უსუფაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები თვითმმართველობების პრობლემად არ უნდა იქცნენ.
,წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობისთვის ბიუჯეტის ყოველი თეთრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ, პარლამენტის წევრებს პარლამენტის მიერ გამოყოფილი გვაქვს საკმარისი თანხა იმისთვის, ვიქირაოთ შენობები საკუთარი ბიუროების განთავსებისთვის. ეს თვითმმართველობის ტვირთი არ უნდა იყოს", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში ,,ნაციონალებისა” და ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა გურჯაანის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.