ხვალ, 28 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდება.
ნინო გვენეტაძე მთავრობის მეთაურს უზენაეს სასამართლოში 15:00 საათზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 23 მარტიდან ჩაიბარა. ნინი გვენეტაძემ კოტე კუბლაშვილი შეცვალა.