ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი ჟურნალისტების მისამართით შენიშვნებს გამოთქვამს. მას შენიშვნები დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სხდომაზე გამოთქვა, სადაც სახალხო დამცვლის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში განიხილებოდა.
როგორც არსენიშვილმა აღნიშნა, ტელემედია არ ითვალისწინებს გარკვეულ სტანდარტებს და პირდაპირ ეთერში აჩენებენ დაკავებულ თუ გარდაცვლილ არასრულწლოვანთა სახეებს, ასევე აჩვენებენ მათი ოჯახის წევრებს თუ მეზობლებს, რაც არსნიშვილის თქმით, მედიის მხრიდან სტანდარტებისა და ვლდებულებების დარღვევაა.
გარდა ამისა, არსენიშვილის თქმით, ტელემედიამ მედიის მხრიდან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებისადმი მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
"რადგან გაჩუმებლები ვართ ასეთ დარღვევებზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვხედავთ. ყველაფერს ეშველება გარდა უგულობისა და იმედია მომავალში მაინც იქნება დაცული ელემენტარული დამოკიდებულება მედიის მხრიდან მსგავსი საკითების განხილვების დროს", _ აცხადებს არსენიშვილი და ტელეჟურნალისტებს შეახსენა, რომ ეს საკთხები თვითრეგულაციით უნდა რეგულირდებოდეს და მოუწოდა აღნიშნული პრობლემები თავად თვითრეგულაციით მოაგვარონ.