უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ჰააგის სასამართლოში შეიტანს ამის შესახებ სდააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება. მოსარჩელე მხარე პასუხისგებაში რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერების მიცემას მოითხოვს. კიევი მათ მასობრივ მკვლელობასა და საერთაშორისო ჰუმანური ნორმების დარღვევაში დაადანაშაულებს. დოკუმენტზე მუშაობას უკრაინული მხარე სავარაუდოდ მაისის ბოლომდე დაასრულებს.