,,ნაციონალები” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან. როგორც ჟურნალისტებთან პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ გურჯაანში მომხდარ დაპირისპირებაზე, ასევე დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელის კახა ნაკანის შესახებ ისაუბრებენ.
,,დიპლომატებს ჩვენ აუცილებლად მოუყვებით ნაკანის საქმესთან დაკავშირებით. ეს კაცი არის არა მხოლოდ უკანონო პატიმარი და ტყვე ივანიშილის მთავრობის, არამედ ის არ გადაყავთ მატრსოვის ციხეზე, იქ სადაც სპეცრაზმელს ეკუთვნის ყოფნა. საუბარი გვექება გურჯაანის საქმეზეც”, -აცხადებს ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში ,,ნაციონალებისა” და ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა გურჯაანის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.