,,თავისუფალი დემოკრატები” საფრანგეთში მიღწეული შეთანხმების და დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმის დეტალებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
ფრაქციის წევრებმა აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უკვე მიმართეს
,,თავისუფალმა დემოკრატებმა მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო განვითარების მდგომარეობას, კერძოდ, კი საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულების შედეგებს, უფრო სწორედ კი არმიღწეულ შედეგებს. უახლოეს პერიოდში ეს საკითხი უნდა განიხილონ ბიუროზე და შემდეგ სასესიო სხდომაზე”, _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.