საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, სხდომაზე მოითხოვენ დაუშვებლად ცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობასაც დააყენებენ.
,,სხდომაზე დაცვის მხარე გამოქვეყნებს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლის წარდგენას სასამართლოში აპირებს. Gგვექნება შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ. Gგვექნება ასევე, შუამდგომლობა დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებაც”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში სამუშიამ.
საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.