იემენის დევნილი ხელისუფლება ამბოხებულებს პირობებს უყენებს. პრეზიდენტ მანსურ ჰადის განცხადებით, ის ხუსიტებთან მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამბოხებულები იარაღს დაყრიან და პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან. სახელმწიფო გადატრიალება იემენში ხუსიტებმა თვენახევრის წინ მოაწყვეს, რის შედეგადაც პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა. ამის შემდეგ არაბული ქვეყნების კოალიციამ იემენში ამბოხებულთა წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. შეტაკებები იემენში ამ დრომდე გრძელდება. ამბოხებულები ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ.