შიროკინოში დაძაბულობა მატულობს. ამის შესახებ ეუთოს სამონიტორო კომისია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლის სიახლოვეს სამხედრო ძალების კონცენტრაციის გაძლიერება და ინტენსიური სროლები ფიქსირდება. ეოთოს დამკვირვებელთა მონაცემებით, შეტაკებები შიროკინოსთან გუშინ 12 საათის განმავლობაში გრძელდება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. უკრაინული მხარის მტკიცებით, შიროკინოში შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.