თბილისში, ბაგებში ე.წ. დევნილების დასახლებაში საცხოვრებელი სახლის ლიფტის შახტაში ხანძარია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
,,ცეცხლი გაუჩნდა ლიფტის შახტას. Aადგილზე მუშაობს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახური. Aამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, _აცხადებენ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.