ლიტერატურული პრემია „საბა“ უმაღლეს სასწავლებლებში შეხვედრების ციკლს აგრძელებს.
27 აპრილს, 13:00 საათზე, „შეხვედრის საბა-ბი“ თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა. „საბას“ ნომინანტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: „რას გვაძლევს მხატვრული ლიტერატურა?“
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, სტუდენტებს დაურიგებს ფასდაკლების ვაუჩერებს, შემოქმედებითად მოტივირებულ სტუდენტებს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ ელექტრონულ გამომცემლებად, დაეხამრება მათ საკუთარი ტექსტების რედაქტირებაში, ყდის დიზაინის დამზადებასა და საიტზე განთავსებაში. თითოეულ მსურველს საშუალება მიეცემა განათავსოს და გაყიდოს თავიანთი ნაწარმოებები saba.com.ge-ზე, რომელსაც ამჟამად 70 000 მდე მომხმარებელი ჰყავს, და ამავე დროს ავტომატურად მოხვდეს პრემია „საბას“ კონკურსანტთა სიაში.