საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია გაამართლ. ამის შესახებ, ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი მეუღლე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.
,,საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაია გაამართლა!!!”,_წერს სოციალურ ქსელში ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით. საქართველოში მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით არის დაწყებული.
2014 წლის 29 მაისს იგი ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გარადა ამისა დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.
ასევე დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, ასევე, მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით.
დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.