საგადასახადო შეთანხმება მთავრობსთან უკვე 50-მა კომპანიამ გააფორმა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ ფინანსთა სამინისტროს შესმოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ განუცხადა. მისი თქმით, განაცხადი შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურში 500-მდე კომპანიას აქვს წარდგენილი.
~აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა. ეს ბიზნესისთვის ძალიან კარგი ინიციატივაა. როცა სახელმწიფო ხედავას, რომ გადამხდელს კონკრეტული თანხის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს, მასთან საგადასახადო შეთანხმებაზე მიდის, რაც აღნიშნული ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს~, - განაცხადა ცხაკაიამ.
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა კომპანიებს 2009 წლის 15 დეკემბრიდან აქვთ. მეწარმეს, რომელიც საგადასახადო დავალიანებას აღიარებს, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციას უკეთებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც საგადასახადო შეთანხმების წესსა და პირობებს განსაზღვრავს, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებებელია, თუ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 10 000 ლარს აღემატება და იგი მის მიერ აღიარებული არ არის.
გარცელებული ინფორმაციით, საგადასახადო შეთანხმება გააფორმა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ", "კვარციტმა", "ბელუქსმა" და სხვა კომპანიებმა.