საქართველოს 16 მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და საკითხი გაათავისუფლებს თუ არა მათ დღეს ოსური მხარე მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია, _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა.
"ის რომ საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და ეს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს შეკრებილმა ჯგუფმა დაადასტურა. ამ ჯგუფში საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ. მათ მოინახულეს ის ადგილი სადაც ამ ადამიანების დაკავება მოხდა და დაადგინეს და დაადასტურეს, რომ ეს ადამიანები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკის საზღვრის დარღვევით იმყოფებოდნენ",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბორის ჩოჩიევი და დასძენს, რომ მათ გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხის გარკვევა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.
"მე არ ვარ მოსამართლე და ყოველივე ამას სასამართლო გადაწყვეტს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ანალოგიური ბრალდებისათვის 3 ათას აშშ დოლარს ახდევინებს ან 1 წლითYთავისუფლების აღკვეთას უსჯის ჩვენი სამართალდამცავები უფრო ლოიალურნი იქნებიან", _ აცხადებს ჩოჩიევი.
კითხვაზე პასუხის გაცემისას ნიშნავს თუ არა "ლოიალური დამოკიდებულება" იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჩოჩიევი აცხადებს, რომ ის, მოსამართლე არ არის და ამ საკითხს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტს.