ლეგენდარული ბრაზილიელი ავტომბრბოლელის, აირტონ სენას Toleman-Hart-ს გასაყიდად აუქციონზე გაიტანენ. ბოლიდი 1,9 მილიონ დოლარადაა შეფასებული. Toleman-Hart-ით სენამ 1984 წელს მონაკოს გრანპრიზე იასპარეზა და მეორე ადგილს დასჯერდა. აირტონ სენამ ფორმულა-1 ასპარეზობებში 11-ჯერ მიიღო მონაწილეობა (1984-1994) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა. ბრაზილიელი 1994 წელს სან-მარინოს რბოლაზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.