პარტია "პარნასის" ვიცე-თავმჯდომარემ მიხაილ კასიანოვმა კონგრესს იმ რუსი ტელეჟურნალისტების სია გადასცა, რომლებიც მისი აზრით, "მაგნიტსკის სიაში" უნდა შეიყვანონ. რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ის ჟურნალისტები არიან, ვინც რუსეთის მოსახლეობას ბორის ნემცოვის წინააღმდეგ განაწყობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. "შავ სიაში" ცნობილი ჟურნალისტები: ვლადიმერ სოლოვიევი, დიმიტრი კისილევი, არკადი მამონტოვი, ანდრეი კარაულოვი, კონსტანტინ სემინი, ვლადიმერ კულისტიკოვი და ოლეგ დობროდეევი მოხვდნენ.