ჰქონდა თუ არა “არ-ემ-ჯი გოლდს“ საყდრისის აფეთქების უფლება. არქეოლოგიურ ობიექტზე განხორციელებულ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას დღეს ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ეს ინფორმაცია მათ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოდან გამოითხოვეს.
„საია“-ს შეფასებით დოკუმენტაცია, ბევრ ისეთ დეტალს შეიცავს, რომელიც პროკურატურის მიერ ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.
დეტალებს ახალგაზრდა იურისტები დღეს გაასაჯაროვებენ.