თამარ მეფის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ მანქანებს ხე დაეცა.
დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი კეთილმოწყობის სამსახურში იმყოფებოდნენ, თუმცა ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ამას კანონი არ ავალდებულებდათ .
მოსახლეობის თქმით, ხის წაქცევის საშიშროების გამო, მისი მოჭრის მოთხოვნით კეთილმოწყობის სამსახურს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა განცხადებას რეაგირება არ მოყოლია.