მოსკოვში, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავზე ქართველი ვეტერანები დაპატიჟეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ განუცხადა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების დღის საზეიმო ღონისძიებებზე მიწვევას, პრიხოდკომ აღნიშნა, რომ "მის დასწრება აუადგილო იქნება".
"საქართველოს პრეზიდენტის დაპატიჟებას არ ვაპირებთ, მაგრამ ქართველი ვეტერანები კი ჩამოვლენ. რატომ უნდა მოვიწვიოთ სააკაშვილი? როდესაც ადამიანი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და ომის გმირების დიდების მემორიალს ანადგურებს, ასეთ შემთხვევაში მისი მოწვევა უადგილო იქმნება", - განაცხადა მედვედევის თანაშემწემ და აქვე აღნიშნა, რომ მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სხვა ქვეყნის ლიდერების სტუმრობით მოხარულები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავს აღნიშნავენ.