ჩეჩნეთის პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით, კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული და მიუღებელია. საუბარია რამზან კადიროვის მიერ ძალოვანი სტრუქტურებისთვის მიცემულ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ჩეჩნეთში სპეცოპერაციები მასთან შეუთანხმებლად ჩატარდება, ადგილობრივი სამართალდამცავები სპეცრაზმელებს ცეცხლს გაუხსნიან. კადიროვის სკანდალური განცხადების შემდეგ რუსულ მედიაში კრემლისა და ჩეჩნეთის ლიდერების შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაციამ გაიჟღერა, რასაც კადიროვი სასაცილოს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ერთგული რჩება.