ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დეტალურად იქნა განხილული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხი და ამ პროცესში აშშ-ის როლი. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დაეთმო.