ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გერმანიის პრეზიდენტმა გენოციდად შეაფასა. იოაჰიმ გაუკი ბერლინში სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო. "ეთნიკური წმენდა, ხოცვა-ჟლეტა, სომხების მასობრივი განადგურება – გენოციდის მკაფიო მაგალითია," - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.