24 აპრილი – დღე, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურება დაიწყო. ზუსტად საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებს 20-ზე მეტმა სახელმწიფომ გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა. ტრაგედიას დღეს ერევანში გაიხსენებენ. გენოციდის მემორიალთან სამგლოვიარო ცერემონიას სომხეთის, საფრანგეთის, რუსეთის, კვიპროსისა და სერბეთის პრეზიდენტები, ასევე, 60-მდე ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები დაესწრებიან, მათ შორის საქართველოდანაც.